2020-05-27 18:12:46, 1117 ნახვა
კომენტარი
გახარია - საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი
„საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი სახის სისულელე არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია.
„საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი. უპასუხისმგებლობა იქნება ადამიანების მით უმეტეს პოლიტიკოსების მოწოდება, რომ საპენსიო ფონდი მიმდინარე ხარჯებში დაიხარჯოს, ეს არ არის სწორი. ბოდიშით და არც ერთ ქვეყანას ასეთი სისულელე არც უმოქმედია, არც უქნია და არც მოწოდება ყოფილა. სარეზერვო ფონდები კი, გაზის ნავთობისა და კიდევ ბევრი რაღაცის, არ აგერიოთ ეგ ერთმანეთში“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან