2020-05-26 10:00:55, 1052 ნახვა
კომენტარი
ადამ კინზინგერი - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისი თქმით, ეს საქართველოს ყველა მოქალაქემ დიამსახურა.
„გამარჯობა საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ ეს ყველამ ნამდვილად დაიმსახურეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს საქართველოს მიღწევებს იზეიმებთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ ძალიან გაგვიხარდება საქართველოში ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის ნახვა. ასე რომ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან