16:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 17:38:09, 1187 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ყველანაირ არგუმენტს მოკლებული

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა და გარკვეულ კითხვებს აჩენს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია იგეგმება.

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეპიდემია, გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას. თუ მას კითხვები გააჩნდა, შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემა. ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ ამას ადასტურებს არამხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი. საზოგადოებისთვის კი ნამდვილად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სწრაფი ტესტები დიდი რაოდენობით, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ის ღერძი და მყარად დგას იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოში ხდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადად PCR ტესტით ტესტირება, ყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა იხსნება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics