|
2020-05-25 17:32:41, 1111 ნახვა
კომენტარი
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატი დამატებით განმარტებებს აკეთებს
ნიკოლო ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატი, ანა აბაშიძე დამატებით განმარტებებს აკეთებს. „არაერთი საკითხი გაჟღერდა მედიაში, უმეტესი მათგანი უსაფუძვლო, პრინციპში არავინ არ შეიკავა თავი, ვისაც სურდა, რომ მოსაზრება გაემჟღავნებინა. არავის არ უხარია ის პროცესი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით და ის ბრალდებები, რომელიც გაისმა ქალის მიმართ, რეალურად არის საფუძველს მოკლებული და ტრავმას განმეორებით იწვევს. რაც შეეხება დაზარალებულ ნელი დოროყაშვილს, გვინდა საზოგადოებას მის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ, რომელიც მედია საშუალებებში არ გადის ადეკვატურად და სხვადასხვა სტერეოტიპით არის გაჯერებული ის სიუჟეტები, რომელიც ვნახეთ. ნიკოლოზ ბასილაშივლი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში ბევრი ადამიანისთვის დასაფასებელი ადამიანი, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით უნდა ძალადობდეს ვინმეზე და მარტო იმის გამო, რომ უდავოდ წარმატებული ადამიანია, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ, ეს დაუშვებელია. ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა მარტო იმიტომ, რომ ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობთ, წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს. ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა ერთადერთი ვისკენაც მას ხელი შეუძლია გაიშვიროს არის საკუთარი თავი. ქალბატონი ნელი პრაქტიკულად რვა წელი იყო თანაცხოვრების პროცესში ნიკოლოზ ბასილაშვილთან და ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება თანაცხოვრების პერიოდში, ამაზე თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი საუბრობს არაერთ გადაცემაში და აღიარებს აწ უკვე ყოფილი მეუღლის როლს მის სპორტულ წარმატებაში, ასე რომ თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და პირველ რიგში მის ყოფილ ცოლთან. თავად ქალბატონი ნელი დოროყაშვილმა ერთის მხრივ იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა თავისი მეუღლისთვის უარს ამბობდა თავის კარიერულ წინსვლაზე. მან კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში, შემდგომ არაერთი სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით ჰქონდა წარმატების საშუალება და კონკრეტული შემოთავაზებები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, რომელიც რა თქმა უნდა მას წარმატებას უქადდა, გააკეთა არჩევანი, რომ საკუთარ მეუღლეს დახმარებოდა და ეზრუნა შვილზე. ასე რომ მისი როლი იმ კარგ საქმეში ყველანი ობიექტურად უნდა ვამაყობდეთ არის ძალიან დიდი. არც ერთ შემთხვევაში არანაირი დამსახურება და არც ემოციური კავშირი, არ ამართლებს ძალადობას. არავის გვაქვს უფლება მოვუწოდოთ ქალს თუ კაცს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ძალადობა გამოვლილად თვლის თავს, არ დაიცვას თავისი კონსტიტუციური უფლებები და შვილის უსაფრთხოება. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ სტერეოტიპების მიღმა ქალისა და კაცის როლების აღიარების მიღმა დაინახოთ ადამიანები და სულ მინიმუმ ქალმა, რომელმაც წლების შემდგომ შეძლო ელაპარაკა მძიმე გამოცდილებაზე განსაკუთრებით, როცა მის შვილს შეეხო საკითხი, ვიყოთ მინიმუმ თანაგრძნობით განმსჭვალულები“, - განაცხა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)