16:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 13:42:04, 1025 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა

„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად ჭირდება შეფასება. ჩვენ სრულად ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვისაც აქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ნუ მოგვიწოდებენ ლიტონად საპარლამენტო კონტროლზე",- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

იგი ოპონენტებს გამოეხმაურა და აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთი რეზოლუცია და არაერთი რეკომენდაცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ შექმნან ეს ფორმატი და  ვართ რა ამ ევროპული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყოველთვის გავაანალიზოთ წარსული, დავინახოთ ის გამოწვევები, რაც გვაქვს და ვიზრუნოთ მუდმივად ადამიანის უფლებების შემდგომ განვითარებასა და პროგრესზე. შესაბამისად, ის კოლეგები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ ხოლმე და ქმნიან ფონს, რომ დაკომპლექსდეს ვინმე და არ თქვას, რომ თურმე წარსულის შეხსენება ცუდია და დავივიწყოთ წარსული და გადავიდეთ აწმყოზე, ჩვენ აწმყოში ვართ, თუმცა, სწორედ ჩვენი ევროპული თანამეგობრობა არის ჩართული და სტრასბურგის სასამართლოა ჩართული იმ საქმეების განხილვაში, რომელიც მათთვის არის წარსული, ჩვენთვის კი არის აწმყო. შესაბამისად, ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში წარმოდგენილ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის - ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, 2009 წლის 25 აპრილისა და 15 ივნისის აქციის საქმეებზე. მან კოლეგებს ოპოზიციიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩაერთონ საპარლამენტო ფორმატში.

„ჩვენ სრულად ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვისაც აქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ნუ მოგვიწოდებენ ლიტონად საპარლამენტო კონტროლზე. აი ეს არის საპარლამენტო კონტროლი, ეს არის ფორმატი, რა დროსაც მათ სრული შესაძლებლობა აქვთ, იყვნენ ჩართულნი და გამოთქვან მათ საკუთარი მოსაზრებები",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics