20:50 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-23 14:35:29, 758 ნახვა

კომენტარი
ზაქარეიშვილი: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალზე სამუშაოების მიმდინარეობის მოტივი,  ქართული საზოგადოების პროვპოკაციაზე წამოგებაა.

"სააკაშვილის დროს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ამაში ცუდს  ვერაფერს ვერ ვხედავი, მაგრამ ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები, ომმა ჩაშალა. მაშინ ხომ მოლაპარაკებები მიდიოდა, ჩვენს დროს არანაირი მოლაპარაკებები არ მიდის, როგორც ჩანს საოკუპაციო ძალებს სურთ დაასრულონ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზი, რომელიც ოჩამჩირემდეა. თუმცა, ოჩამჩირე-სოხუმის მონაკვეთი პრაქტიკულად არ მოქმედებს იმიტომ, რომ არც მგზავრები და არც ტვირთი არ მოძრაობს და პრაქტიკულად ეს არის მკვდარი მანძილი .თავისთავად უცნაურია და არარენტაბელურად ჩანს, რატომ უნდა აგრძელებდნენ გალამდე, როცა ძირითადი სამუშაოები გალში უკვე დასრულებულია. მე ვერ ვხედავ, რატომ უნდა გააგრძელონ, თუ არა ერთი მიზეზით, პროვოკაციაზე წამოაგონ ქართული საზოგადოების ნაწილი, რომ ამაზე ჩაითვალოს განსაკუთრებული საფრთხე. იმაზე დიდი საფრთხე, რაც 2008 წლის აგვისტოში ოკუპაციით გამოიხატა  და იგივე რკინიგზის გატარებით ოკუპირებულ ტერიტორიის რაღაც მონაკვეთზე, სიტყვაზე სოხუმიდან ოჩამჩირემდე, არ არის.  ამ ტიპისვე საფრთხეა ეს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთი  წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგებას გეგმავს. საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე.  სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა ივლისის ბოლოს გაიგზავნა. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, სამუშაოები ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ხორციელდება.

მისივე  თქმით, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, რუსეთმა აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics