05:26 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 17:22:29, 1990 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის ხელისუფლება, ევროკავშირის ქვეყნებს ტურიზმის აღდგენისკენ მოუწოდებს

საზღვრის გადაკვეთა მოგზაურობის, მეგობრების მონახულების და შოპინგის მიზნით მეზობელ ქვეყნებში უმეტესობა ქვეყნებში კვლავ აკრძალული რჩება პანდემიის გამო, თუმცა ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ნებას სულ მალე დართავენ, გარკვეული წინაპირობის და რეკომენდაციების დაცვის საფუძველზე.

ზაფხულის და შვებულებების მოახლობეასთან ერთად, ევროპის მოქალაქეები უკვე ეგუებიან, რომ საზღვარ გარეთ სანაპიროზე დასვენებას უნდა გამოემშვიდობონ, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლება მათ იმედს აძლევს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრჩელება ასე თუ ისე შეძლეს შეეკავებინათ. ამის საფუძველზე ათენი, დამსვენებლებს პირველი ივლისიდან ქვეყანაში ტურისტულ ღონისძიებებს განაახლებს.

„ჩვენ კვლავ ვაგრძლებებთ სამედიცინო პროტოკოლის ფორმირებას, თუმცა შესაძლებელია, რომ ჩვენ ჩავატაროთ მგზავრების ტესტირება თვითმფრინავში ჩასხდომამდე და სწორედ ამით დავიცვათ მოსახლეობა პანდემიის მეორე ტალღისგან“, - ამის შესახებ, საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი, ხარის ტეოხარისი აცხადებს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღებს, ევროპის ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებას, მსგავსი ღონისძიების გამართვის ნებართვაზე. რათქმაუნდა არის რამოედნიმე ქვეყანა, რომელიც მზად არის საბერძნეთის მაგალითს მიბაძოს და პირველები ვიქნებით ჩვენ, თუმცა ლოდინი აღარ შეგვიძლია, ჩვენ უდნა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ტეოხარისმა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics