|
2020-05-22 18:30:42, 1619 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან
„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი დაამტკიცა. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული კანონი, რომელიც გვაახლოებს ევროკავშირთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის დამტკიცების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო სამი წელია ქვეყანა დაჩქარებულ რეფორმებს ახორციელებს ენერგოსექტორში და მთავარი ამოცანაა, ენერგეტიკული სექტორი რეალურად გარდაიქმნას ევროპული სტანდარტებით აგებულ მწვანე ენერგოსექტორად. „ჩვენ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, გავატარეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ამოცანა არის, რომ ჩვენი საკუთარი მწვანე რესურსი უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ვისწავლოთ ამ რესურსის ეფექტიანი მოხმარება. აქედან გამომდინარე, ვულოცავ მთელ ენერგეტიკულ სექტორს, მთლიანად საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ყველაფერთან ერთად უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან და ევროკავშირში არსებულ წესებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, პარლამენტმა ასევე დაამტკიცა კანონპროექტი ენერგოეფექტური შენობების შესახებ. ორივე კანონის მიღება საქართველოს ენერგეტიკული რეფორმის შემადგენელია, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების" გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების საფუძველზე ახორციელებს. საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შესაბამისი ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონის მიზანია, შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, გააჩნია სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგიც, როგორიცაა მაგალითად სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და სხვ. ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიზნების შესრულება ხელს შეუწყობს ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის დანერგვას; ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, შესაბამისად ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, რაც ასევე უზრუნველყოფს ქვეყნიდან გასული ვალუტის შემცირებას; როგორც გარე, ეკოლოგიური მდგომარეობის ასევე, შენობების შიდა კლიმატური პირობების გაუმჯობესებას, რაც ჯანმრთელობის დაცვის, შრომისუნარიანობის ამაღლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და შესაბამისად მოსწავლეების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)