16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 14:41:11, 2557 ნახვა

კულტურა
გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები არ შეწყვეტილა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლისა და მის ტერიტორიაზე ახლად გამოვლენილი აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია თითქოს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები უსახსრობის გამო შეწყვეტილია, სიმართლეს არ შეესაბამება.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის განვითარება შეუქცევადია.

„გრაკლიანის განვითარება საქართველოს მთავრობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ძეგლზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეს არის შეუქცევადი პროცესი, იმ მიზნით, რომ ადგილზე მოეწყოს ღია გზისპირა სამუზეუმო სივრცე და უძველესი კულტურის წარმოსაჩენი თანამედროვე და მოწესრიგებული გარემო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად მაღალპროფესიულ დონეზე მოხდეს ახლად გამოვლენილი წარწერის გაშიფვრა, რათა ქართველ მეცნიერთა მიღწევა საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე დადასტურდეს და გამყარდეს. გრაკლიანის ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ამზადებს ექსპრეს პუბლიკაციას და სამუშაო ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად. მასალები კულტურული მემკვიდრეობის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის გორა ცხადად გამოხატავს სახელმწიფო პოლიტიკას ძეგლთა დაცვის სფეროში. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის პროცესში გამოვლენილი გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ, კიდევ არაერთ საინტერესო აღმოჩენას გვპირდება, რომლის კვლევისა და განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან 2014-2015 წლებში გამოყოფილი ბიუჯეტი ჯამში 430 000 ლარს შეადგენდა. 2014 წელს 10 000 ლარი პროექტებისთვის და 50 ათასი არქეოლოგიური კვლევისთვის გამოიყო; 2015 წელს კი ბიუჯეტი გაიზარდა - 100 000 ლარი არქეოლოგიურ კვლევაზე, ხოლო 270 000 ლარი ტურისტული ინფრასტრუქტირისა და სამუზეუმო სივრცის მშენებლობაზე დაიხარჯება. 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში, გაწერილი გეგმის მიხედვით, გრაკლიანის ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევის გაგრძელებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გრაკლიანის განვითარების ეტაპები გონიოს არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics