13:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 15:13:00, 1450 ნახვა

სამართალი
პოლიციამ გურიაში მამის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში შვილის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics