2015-08-22 14:40:12, 583 ნახვა
საზოგადოება
ჩხორიას მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ტურისტები დაშავდნენ
ზუგდიდი -მესტიის გზის ჩხორიას მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 15 ტურისტი დაშავდა.
მიკროავტობუსში ორი ქართველი გიდი იმყოფებოდა.
ავარიის შედეგად დაშავებული ტურუსტები ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან