|
2020-05-21 19:55:07, 1505 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ფაქტობრივად ჩავარდა - ნუ იტყვი ჰოპლას, სანამ არ გადახტები
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი ფაქტობრივად ჩავარდა. მისი თქმით, არ უნდა თქვა „ჰოპლა, სანამ არ გადახტები“. „როგორც იტყვიან, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დღეს ეს კანონპროექტი ფაქტობრივად ჩავარდა. აი ამ ძალიან დიდი ზეწოლის, ჩვენი არგუმენტების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, სპეციალისტების მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა. მიხვდნენ რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური კანონი. სახის შენარჩუნების მიზნით გამოაცხადეს, რომ ეს კანონი იმუშავებს დაახლოებით ერთი თვე. იქნება გარდამავალ დებულებაში ჩაწერილი ის ანტიკონსტიტუციური ნორმები, რომლის მიღებასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით და ერთი თვის გასვლის შემდეგ ეს ისტორია მორჩება, აი ეს არის შედეგი ერთობლივი ძალისხმევისა. ნუ იტყვი ჰოპლას სანამ არ გადახტები. დღეს არ გავატანინეთ „ქართულ ოცნებას ის, რაც საქართველოს დემოკრატიას უკან დახევდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (80 მომხრე, 3 წინააღმდეგი), ცვლილებების თანახმად, აღნიშნული კანონპროექტით მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. თუმცა დასასრულს ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები იყოს დროებითი. „მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და გარდამავალი დებულებები დაკარგავს თავის აქტუალურობას. ეს არის სპონტანური იდეა და დღესვე ეს იდეა განვიხილოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)