|
2020-05-21 18:46:36, 1576 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ყაზბეგში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურა. მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მოძრავი სერვისცენტრი კვლავ სისტემატურად, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, გაუწევს მომსახურებას მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)