|
2020-05-21 14:50:13, 1381 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ის ფაქტი, რომ ჩვენ ტურისტებს უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ჩვენი უპირატესობაა
„აქ ჩამოსვლა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც აქამდე უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას. საქართველო ძალიან უსაფრთხოა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ - საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ამოქმედების და უცხოელი ტურისტების შემოსვლის საკითხზე საუბრისას. ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მხრივ ძალიან დიდი ინტერესია სხვა ქვეყნების მხრიდან და ის ყოველდღიურ კომუნიკაციაშია თავის უცხოელ კოლეგებთან. „მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია, გუშინაც გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინ შეხვედრები ჩემს კოლეგებთან - ტურიზმის, ტრანსპორტის თუ ეკონომიკის მინისტრებთან - როგორც ევროპული სახელმწიფოებიდან, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში", - აღნიშნა მან. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, უცხოელი ტურისტები მოწყურებულები არიან, უნდათ, რომ ქვეყნიდან გავიდნენ და დაისვენონ და საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი. „ის ფაქტი, რომ ჩვენ ტურისტებს უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ჩვენი უპირატესობაა, რადგან დღესდღეობით ტურისტი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და არამხოლოდ საინტერესო, არამედ სრულიად უსაფრთხო გარემო დახვდეს. ჩვენ ამაზე ჩვენს მედიკოსებთან ერთად ვმუშაობთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)