22:02 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 20:16:43, 474 ნახვა

საზოგადოება
პირველადი მონაცემებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში 2000 ჰა-მდე ვენახები დაზიანდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთის რეგიონში, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში  სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა  ძლიერი წვიმის,სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა.  

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია. კომისიის მუშაობაში ჩართულია სხვადასხვა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

,,სტიქიამ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული სამსახურების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობაში. პირველადი ოპერატიული  მონაცემებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 2000 ჰა-მდე ვენახები მნიშვნელოვნად დაზიანდა. კომისია აქტიურ მუშაობას აგრძელებს და  დღის ბოლომდე ზარალის შესახებ   მონაცემები რეგიონის მასშტაბით დაზუსტება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, დაზიანებული ვენახების დიდი ნაწილი დაზღვეულია, შესაბამისად  მესაკუთრეებს  ზარალი აუნაზღაურდებათ.  იმ მოსახლეობისთვის,  ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზღვეული არ ჰქონდა, ამ ეტაპზე სამწუხაროდ, კომპენსაციების გაცემაზე  საუბარი არ არის. 

,,სახელმწიფომ არაერთი ღონისძიება გაატარა, იმისთვის, რომ სტიქიის დროს მოსახლეობისთვის ზარალის რისკი შემცირებულიყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო აგროდაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც  დაზღვევის პრემიის 60 % სახელმწიფო ფარავს; დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, რაც სახელმწიფოს დაახლოებით 14 მლნ ლარი დაუჯდა. სწორედ ამ სისტემის ფუნქციონირებამ, მიმდინარე წელს  30-ზე მეტი სტიქია აარიდა მოსახლეობას.  სახელმწიფო რეალურად ცდილობს მოტივაცია გაუჩინოს მოსახლეობას დააზღვიონ საკუთარი სავარგულები და შეამცირონ რისკები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მართალია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან ჭურვების გაშვების მიუხედავად,  სტიქიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მაგრამ ზარალი გაცილებით დიდი და მასშტაბური იქნებოდა აღნიშნული სისტემის არ არსებობის შემთხვევაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics