|
2020-05-20 11:43:56, 1424 ნახვა
ეკონომიკა
I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა
2020 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. „2020 წლის I კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.6 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.2 და 0.5 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.9 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.9 პროცენტული პუნქტით“, - განაცხადეს საქსტატში. მათი ცნობით, 2020 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2020 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 0.6 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნავე საქსტატში. ამასთანავე, აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 53.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 73.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.4 პროცენტული პუნქტით. დაბოლოს, 2020 წლის I კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)