|
2020-05-20 11:36:37, 1281 ნახვა
ეკონომიკა
2020 წლის I კვარტალში რძის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5.0 პროცენტით გაიზარდა
2020 წლის I კვარტალში რძის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5.0 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მათი ცნობით, 2020 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა და 973.5 ათასი სული შეადგინა. „მათი ცნობით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 461.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლნ. სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 168.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 10.3 მლნ. ფრთას მიაღწია. წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 107.0 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 16.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 160.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება“, - განაცხადეს საქსტატში.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)