|
2020-05-19 16:28:04, 1742 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ უკრაინელ კოლეგასთან საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ვლადისლავ კრიკლისთან, რომლის დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე. „პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის" შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ავიაკომპანიებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ფრენები აღადგინონ", - განაცხადა ნათია თურნავამ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)