20:51 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 15:37:13, 1389 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პენსიები გაიზრდება

„დღეიდან პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას  ინდექსაციის ფორმულის მიხედვით  ითვალისწინებს"-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „პენსიების ინდექსაციის  შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

მისი თქმით  ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ასევე დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ასევე  ძალაშია დაპირება,   რომ წელს პირველი ივლისიდან 30 ლარით გაიზრდება პენსიები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი.

„იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები, პენსიების ზრდის მორიგი ეტაპი დაპირებისამებრ განხორციელდება და წლევანდელ ბიუჯეტში ამისთვის თანხა უკვე გაწერილია. ისიც უნდა ითქვას, რომ წელს, პირველი იანვრიდან პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის  20 ლარით გაიზარდა და შეადგენს უკვე 220 ლარს."-  აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „პენსიების ინდექსაციის  შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა​.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics