10:21 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 13:44:56, 714 ნახვა

ეკონომიკა
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ყაზბეგის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება რეგიონებში გასვლითი შეხვედრები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 25 აგვისტოს 10:00 საათზე, ანალოგური სიგნალი საქართველოს რამდენიმე რაიონთან ერთად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაითიშება. შესაბამისად, საინფორმაციო შეხვედრა ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა.

რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შეხვდნენ.

ციფრული რეფორმის მნიშვნელობის გარდა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე,  თუ როგორ უნდა მოემზადოს მოსახლეობა ამ მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლისათვის, როგორი ტელევიზორი, „სეთ-თოფ ბოქსი“ და ანტენაა საჭირო ციფრული სიგნალის შეუფერხებლად მისაღებად. შეხვედრებზე მოხდა ტექნიკური საკითხების ვიზუალური დემონსტრირებაც.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics