20:58 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 21:38:03, 1322 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - გვინდა მსოფლიოს გავაცნოთ საქართველოს ახალი ადგილი და როლი გლობალურ საინვესტიციო პროცესებში

მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში, -  ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეებში საელჩოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პირველ ივლისს საქართველომ წარმატებულად შეძლოს გახსნას  ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.  

„აქამდე გვიცნობდნენ ჩვენ, როგორც უძველესი ტრადიციების, ისტორიის და შესანიშნავი ბუნების მქონე ქვეყანას. ახლა გვიცნობენ, როგორც ქვეყანას, რომელმაც წარმატებით ბრძოლა შეძლო კოვიდ 19-თან, რაც  სხვა ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ჩვენი ფრონტის წინა ხაზი დღეს გადის სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, საელჩოებზე და სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის გზავნილი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ დღეებში იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად შევძლოთ პირველ ივლისს გავხსნათ ჩვენი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურები ვართ, ასევე, რა წესები გვაქვს შემოღებული, რომელიც სრულიად მისაღები იქნება სხვადასხვა ქვეყნისთვის. ამ ურთიერთობების ფარგლებში უნდა გავხსნათ ე.წ. უსაფრთხო მწვანე დერეფნები, რომელთა მეშვეობითაც  ჩვენთან ტურისტები შემოვლენ", -  აღნიშნა  ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მსოფლიოს უნდა გააცნოს საქართველოს  ახალი ადგილი და როლი გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. 

„კოვიდის შემდეგ სამყაროში უფრო მეტად გაძლიერდება ტენდენცია დივერსიფიკაციის. ძალიან ბევრი მულტინაციონალური კომპანია ეძიებს მეტ დივერსიფიკაციას და თავისი წარმოებების გადატანა, ან ალტერნატიული წარმოებების შექმნა სურს სხვა რეგიონებში, განსხვავებით იმ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებისა, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ ასევე ნომერ პირველი არჩევანი და ამასაც ეძღვნებოდა პრემიერ-მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის საუბარი", -  განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics