2015-08-21 10:34:07, 601 ნახვა
საზოგადოება
სტიქიამ კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა
სტიქიამ კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა.
ყვარელში სეტყვის შედეგად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მოსავალი განადგურდა.
სეტყვას თან ძლიერი ქარიც დაერთო, რის გამოც სოფელ სანავარდოში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეებიც.
სტიქიის შედეგად, ასევე დაზარალდა სოფელი ჯოყოლო. დაიხოცა შინაური ფრინველი და მოსავალი განადგურდა.
სავარაუდოდ, სტიქიის შედეგების დათვლა დღეს დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან