2015-08-20 17:43:57, 469 ნახვა
საზოგადოება
სამტრედიის რაიონში ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა
სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ოპელის მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ასევე, დაშავდა 5 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან