01:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 16:59:51, 654 ნახვა

ეკონომიკა
ექსპერტების ნაწილი შემოდგომიდან ლარის კურსის გაუფასურებას ელოდება

ექსპერტების ნაწილი შემოდგომიდან ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას ელოდება.

მათი ვარაუდით, ეროვნული ვალუტის მორიგი რყევა შესაძლოა, გარკვეულწილად ტურისტული სეზონის დასრულებამ გამოიწვიოს. თუმცა მთავარ მიზეზებად კვლავ საგარეო და შიდა ფაქტორები - საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარება და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სახელდება.

როგორც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, რეგიონის ქვეყნებში ბოლო პერიოდში კურსის მკვეთრად გაუფასურება სექტემბრისთვის ლარზეც აისახება. ამასთან, მისი შეფასებით, ლარზე უარყოფითად საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიზნესისათვის დაწესებული რეგულაციებიც იმოქმედებს.

„საგარეო ფაქტორები ძლიერ ეკონომიკაზე უარყოფითად ნაკლებად მოქმედებს, ვიდრე სუსტ ეკონომიკაზე. ჩვენ რომ არ ვიყოთ ასე დამოკიდებული რუსეთზე, აზერბაიჯანზე შეიძლება უკეთესი ვითარება გვქონდეს. თურქული ლირას გაუფასურება, რა თქმა უნდა, ის საგარეო ფაქტორია, რომელიც იმოქმედებს ლარზე. ყველა ფაქტორი, შიდა და გარეც ისე აეწყო, რომ ლარი ზეწოლის ქვეშ იქნება შემოდგომიდან და შესაძლოა კურსის კიდევ რამდენიმე პუნქტიანი გაუფასურება მოხდეს. კარგი იქნება, რომ იმ დროს, როდესაც საგარეო ფაქტორები უარყოფითად აეწყო, მთავრობას კიდევ თავისი წვლილი არ შეეტანა ლარის დასუსტებაში. რატომ ვქმნით ბარიერებს ფქვილის ბიზნესში, შრომის ინსპეცია რატომ შემოგვაქვს, რატომ ვქმნით სირთულეებს ვიზებთან დაკავშირებით, რატომ დავაფრთხეთ ინვესტორები, როდესაც ვთქვით, რომ მიწას არ მივყიდით უცხოელებს?! ასეთი რეგულაციების პირობებში არცერთ ინვესტორს არ მოუნდება ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics