20:52 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 21:13:18, 2102 ნახვა

კომენტარი
ბოკერია პრეზიდენტის შეწყალების აქტზე - ეს არის სერიოზული ნაბიჯი ქვეყნის ნორმალიზაციისკენ

ეს არის სერიოზული ნაბიჯი ქვეყნის ნორმალიზაციისკენ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, პრეზიდენტი შეწყალების აქტს, რომლის თანახმადაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებენ.

მისი თქმით, როგორც კი გიორგი რურუა იქნება განთავისუფლებული, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ შეთანხმება შესრულდა.

„ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. ჩვენ ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია არჩევნების გზით. ეს ნაბიჯები არის სერიოზული ნაბიჯები სწორედ ამ ნორმალიზაციისკენ. არ ქრება განსხვავებები, არ ქრება პოლიტიკური კრიტიკა და დაპირისპირება, მაგრამ ეს არის ნორმალური ვითარებისგან გადადგმული ნაბიჯი. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვება გადაწყვეტილება დარჩენილი პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ. როგორც კი გიორგი რურუა იქნება განთავისუფლებული, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შესრულდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics