|
2015-08-20 16:53:29, 457 ნახვა
პოლიტიკა
11 ოპოზიციური პარტია ოქტომბერში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
11 ოპოზიციური პარტია 2015 წლის ოქტომბერში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. არჩევნები მარტვილისა და საგარეჯოს ოლქებში უნდა ჩატარდეს. ბოიკოტის მიზეზი საარჩევნო კანონია. მათი თქმით, ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა პარტიების, არასამთავრობოებისა და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობებში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. "ჩვენ, ვინაიდან ხელისუფლებამ აბსოლუტურად არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, არასამთავრობო ორგანიზაციის და პრეზიდრნტის მხრიდან წარდგენილი მემორანდუმი არც კი განხილა, ვერ ვხედავთ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის აზრს, რომელიც ტარდება ოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში და ვუცხადებთ ბოიკოტს.მაჟორიტარი დეპუტატები საგარეჯოელებს და მარტვილელებს არ დაეკითხებიან, ისე დაინიშნება სუსის მიერ",-განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“,- თავმჯდომარე კახა კუკავამ. "ბოიკოტი განპირობებულია იმ დრაკონული საარჩევნო კანონით, რომლის შეცვლასაც არ აპირებს ოცნების ხელისუფლება, მიუხედავად მრავალი დანაპირებისა, ისინი ძალაში ტოვებენ მაჟორიტარულ, მაფიოზურ სისტემას.არ აპირებენ პარიტეტის საფუძველზე ჩამოყალიბდეს საარჩევნო ადმინისტრაციები და ა.შ.",-აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)