|
2020-05-15 13:54:03, 1959 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან მოლების გახსნისთვის რეკომენდაციები განიხილეს
ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დიდი მოლების წარმომადგენლებთან სავაჭრო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეკომენდაციები განიხილეს. შეხვედრას თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, სითი მოლის და თბილისი გალერიას ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ რეგულაციებში დარგის სპეციფიკა გათვალისწინებულია და სავაჭრო ცენტრებში ახალი უსაფრთხოების სტანდარების დანერგვისთვის რამდენიმე დღე საკმარისია. „ვაგრძელებთ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის შემუშავებული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ობიექტების გახსნისთვის სავალდებულოა. ბიზნესის შენიშვნები შემუშავებულ რეგუალციებში გათვალისწინებულია და რეგულაციების არსებით ნაწილზე შეთანხმება შედგა. ასევე, შევთანხმდით სავაჭრო ცენტრებში ახალი ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დანერგვის ვადებზე და იმედი გვაქს, რომ დროულად მოხერხდება აღნიშნული სექტორის გახსნა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)