|
2020-05-15 12:51:49, 2057 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტება იმ დაქირავებულ პირებთა შესახებ, რომლებსაც აქვს კომპენსაციის მიღების უფლება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, მაისის თვიდან დაქირავებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი. იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან - 04.05.2020 წლიდან 6 თვე) უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელი, ასევე უფლებამოსილია განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს და წარადგინოს ახალი განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით. კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ 50 000 -მდე დამსაქმებელ ორგანიზაციას უკვე გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით წარმოსადგენი განაცხადის შესახებ. დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)