|
2015-08-20 15:17:44, 518 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა 12 ოჯახმა ბინა შეიძინა
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა 12 ოჯახმა თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა უკვე შეიძინა. ჯიბუტების, ახალკაცების და ზანგურაშვილების ოჯახები ახლად შეძენილ ბინებში თბილისის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ მოინახულეს. ჯიბუტების 11 სულიანმა ოჯახმა ანაზღაურება სულადობის მიხედვით აირჩია, ასეთივე ანაზღაურების მეთოდოლოგიას მიანიჭეს უპირატესობა ზანგურაშვილების 3 სულიანმა და ახალკაცების 7 სულიანმა ოჯახებმა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა მათთვის ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს. „დღეს მოვინახულეთ ოჯახები, რომლებმაც ჩვენს მიერ გადარიცხული თანხებით ბინები შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა ჩარიცხული თანხიდან ორ-ორი ბინა შეიძინეს. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს დანარჩენ ოჯახებთან, სრულად ვართ მობილიზებულები და მათი მხრიდან ხელმოწერისთანავე ყველა ოჯახს გადაერიცხება შესაბამისი თანხა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამ დროისთვის თბილისის მერიის მიერ გადარიცხული თანხით 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა უკვე 12 ოჯახმა შეიძინა ბინა. 20 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისის მერიამ 32 ოჯახს 8 860 396 ლარი გადაურიცხა. დღესვე, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაკრები გადასცეს. მათი განცხადებით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის შეიძენს ტექნიკის ნაკრებს.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)