|
2020-05-15 10:34:30, 1748 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ევროკავშირი პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს ძალიან სოლიდურად დაგვიდგა გვერდში
„ევროკავშირი რეფორმების განხორციელების პროცესში ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და ახლაც, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროსაც ძალიან სოლიდურად დაგვიდგა გვერდში. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ ამისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ავტორიტეტული სტრატეგიული ცენტრის „StrategEast" - ის მიერ ორგანიზებული ვირტუალური შეხვედრის მონაწილეებს. შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის პროგრამები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. მისასალმებელ სიტყვაში, ნათია თურნავამ ვირტუალური შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის წარმატებული გამოცდილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით და აღნიშნა, რომ ეფექტურად მართულმა ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ ქვეყანას ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა მისცა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე და იმ სექტორებზე, რომლებზეც მთავრობა პოსტკრიზისული პროგრამის ფარგლებში აქცენტს გააკეთებს ღირებულებათა ჯაჭვში ჩართვის და შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. „ვისარგებლე ამ შემთხვევით და მოვუყევი, რომ ჩვენ მალე გავხსნით ჩვენს ტურისტულ ბაზარს, ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც უცხოელი ტურისტების მასპინძლობის ძალიან ზუსტი თარიღი დაასახელა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა ანტიკრიზისულ ღონისძიებაზე, რომლითაც საქართველოს მთავრობამ ეფექტურად უპასუხა ამ გამოწვევას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)