03:34 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 12:16:17, 646 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ 4 რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგების დასკვნითი ეტაპი დაიწყო

სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დღეს 4 რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგები დაიწყო.

ტრენინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრში 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკარებმა უკვე გაიარეს ტრენინგების სამი ფაზა.

„ამ ეტაპზე ტრენინგები ოთხი რეგიონის ბიბლიოთეკარებს, 16 ადამიანს უტარდება. მათ უკვე გაიარეს ტრენინგების სამი ფაზა, 20-23 აგვისტოს კი ტრენინგების დასკვნითი, მეოთხე ფაზა ჩატარდება. ტრენინგების ძირითადი მიზანი, ბიბლიოთეკარებში ისეთი უნარების გამომუშვებაა, რომელიც მათ რეგიონულ ბიბლიოთეკებში სხვადასხვა პროექტების განხორციელებში დაეხმარებათ. ასევე ექნებათ შესაძლებლობა IT უნარებში სოფლის მოსახლეობისთვის ტრენიგებიც ჩაატარონ, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტრენინგების შემდეგ ბიბლიოთეკარებს უკვე თავისუფლად და დამოუკიდებლად შეეძლებათ საპროექტო განაცხადით მუნიციპალიტეტისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის მიმართვა, გაერკვევიან რა არის ინფორმაციის თავსუფლება და პროექტიული გამჭვირვალობა, შეძლებენ მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად ბიბლიოთეკაში არსებული IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტი განახორციელონ. პროექტი “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics