16:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 09:44:02, 1482 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 10 პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 21 პირიდან 10-თან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ბრალდებული პირები ჩადენილ დანაშაულს ინანიებენ, ბრალს აღიარებენ, ბრალდების მხარესთან თანამშრომლობენ და მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამენ.

„ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის აგვისტოს და სექტემბერში დაკავებული იქნენ ამერიკის ერთი და საქართველოს რვა მოქალაქე (დაზარალებული ბავშვების მშობლები), ხოლო ერთი პირი დაკავებული იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ამავე საქმეზე 2019 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა საქართველოს თერთმეტი მოქალაქე, რომელთაგან ათი დაზარალებული ბავშვების მშობელია, ხოლო ერთი სკოლის მასწავლებელი.

ბრალდებულების დაკავება განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე.

აღნიშნული საქმე, დაკავების თარიღებისა და პატიმრობის ვადების გათვალისწინებით სასამართლოში წარიმართა ორ სისხლის სამართლის საქმედ. ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ბრალდებულია აშშ-ს ერთი და საქართველოს ცხრა მოქალაქე, ბრალდებულები ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან და სურთ მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რეალურ სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქესთან მიმართებით საუბარია 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ფულად ჯარიმაზე და ქონების ჩამორთმევაზე. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საუბარია 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე დანაშაულის როლის გათვალისწინებით, ასევე, დამატებით 5 წლამდე პირობით მსჯავრზე, ფულად ჯარიმებზე და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავ-მოძრავი ქონებების ჩამორთმევაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული არც ერთი პირი წარსულში ნასამართლევი არ არის.

შესაბამისად სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით პროკურატურისთვის მიმართვა ბრალდებულის უფლებაა და პროკურატურა გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics