20:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 19:03:10, 2155 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში

ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ ამა თუ იმ პროექტს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება.

„ეს არის მტკნარი ტყუილი და საკმაოდ უნიჭოდ შეთხზული აპოკალიპტური ისტორია, თითქოს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს. ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის დისკრედიტაცია. არადა, ეს ფონდი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არსებობს იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს იმ მსხვილ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ბიზნესი მარტო ვერ ახერხებს და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტად არის ქველმოქმედება, ვიდრე კონკრეტულად ბიზნესი. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტორები კიდევ უფრო შორს მიდიან და ურტყამენ არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს, არამედ მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომლის ქვაკუთხედი ჩვენი ენერგეტიკაა," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა  ცალკეულ მედია საშუალებებში გამოთქმულ უსაფუძვლო კრიტიკას რაჭის რეგიონში ონის ჰესის პროექტის ზემოქმედების შესახებ.

ნათია თურნავას განცხადებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეპიდემიასა და მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ხელისუფლება დიდ აქცენტს აკეთებს საკუთარი წარმოების განვითარებაზე, რომლის მნიშვნელოვანი ფაქტორია საკუთარი ენერგეტიკა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ამყარებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

„რაც შეეხება კონკრეტულად ონი ჰესების კასკადს, ეს პროექტი წლებია არსებობს და ამდენად, მასში არაფერია სიახლე. უბრალოდ, დღეს დაჭირდა ზოგიერთს მისი გახსენება და გამოყენება თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გაცილებით დიდი სამუშაო გაწია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დღეს ეს პროექტი არის მაქსიმალურად უსაფრთხო ფორმით წარმოდგენილი. ამისთვის საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული და ეს არის სიმართლე, რომ პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში და სწორედ ეს არის ჩვენი  ამოცანა," - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics