2015-08-19 16:50:07, 667 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3245 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.3214 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 2.5646 ლარი ეღირება. დღეს კი მისი შეძენა 2.5677 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან