|
2020-05-11 14:53:40, 2247 ნახვა
ეკონომიკა
გახარია - ტურიზმის გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებდეს როგორც უსაფრთხო ქვეყანა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებდეს როგორც უსაფრთხო ქვეყანა. მისი თქმით, ეს კრიზისი საქართველოს ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს. „ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო როგორც ტურისტული ბრენდი, პოზიციონირებდეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ ზღვის, ღვინის, ისტორიული, კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ უსაფრთხო ქვეყანა. ყველა ის მარკეტინგული პროგრამები, რომლებიც საქართველოს წარმოაჩენდა როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციად, ახალ უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება. ეს ქვეყანა ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად ამ გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები. უბრალოდ არ უნდა ვიჩქაროთ იმიტომ, რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, რომ როგორც კი ვხედავთ რაღაც პრობლემები იქმნება, უკან გადავახვიოთ. ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული. ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ, ტაქტიკამ და ეფექტურობამ, დაახლოებით აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას ეფექტურად უმკლავდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)