16:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 15:59:10, 437 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს მისცემოდა საშუალება, გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო

"კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს მისცემოდა საშუალება,  გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გენერალური დებატების გახსნისას,  როგორც წესია, პირველ რიგში სიტყვით  სახელმწიფოების მეთაურები,  შემდეგ კი-  მთავრობის მეთაურები გამოდიან.

თენგიზ ფხალაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის პოზიცია მთავრობის მიერ გაზიარებული იქნება და მას მიეცემა საშუალება,  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდეს და ქვეყანა წარმოაჩინოს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 29მ სექტემბერს ნიუ-იორკში იმართება მაღალი დონის დისკუსია, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპის მომავალს და ქალთა  როლის გაძლიერებას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სხვა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი. საქართელოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს და მისი ინიციატივით 2015 წელი გამოცხადებულია ქალთა წლად. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია მისი მიწვევა ამ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტს დადასტურებული აქვს  ამ ღონისძიებაზე დასწრება. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნას გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ყოფნა იქნას მაქსიმლურად გამოყენებული. იგეგმება რიგი შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მეორე საკითხი, საქართველოს პრეზიდენტი არის ის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა პირდაპირი საერთო-სახალხო არჩევნებით. აქედან გამომდინარე და საერთაშორისო არენაზე მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე,  ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ავტორიტეტი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული და რადგან  პრეზიდენტი იმ პერიოდში არის შეერთებულ შტატებში, როდესაც იხსნება გაერო-ს გენერალური ასამბლეის  გენერალური დებატები, კარგი იქნებოდა, რომ მას მისცემოდა საშუალება, სიტყვით გამოსულიყო გენერალურ ასამბლეაზე. როგორც წესი, პატარა ქვეყნები იყენებენ ხოლმე ამ შესაძლებლობას.გაეროში არის თავისი წესები, როდესაც იხსნება გენერალური დებატები, ჯერ პირველ რიგში სიტყვით გამოდიან სახელმწიფოების მეთაურები, მხოლოდ ამის შემდეგ გამოდიან მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლები. ეს პოზიცია სამწუხაროდ ჯერჯერობით გაზიარებული არ არის, თუმცა გაროს გენერალურ დებატებამდე დაახლოებით, ერთი თვეა დარჩენილი და კარგი იქნება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს პოზიცა იქნება გაზიარებული",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ცნობისთვის, სავარაუდოდ,  გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოდან ორი დელეგაცია დაესწრება. ერთი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მეორე კი- პრეზიდენტის.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics