00:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 13:37:17, 641 ნახვა

ეკონომიკა
ისრაელის მხარე სასტუმროს ბიზნესში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისრაელში ვიზიტი შეაჯამა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი, სადაც შეხვედრები მაღალ დონეზე გაიმართა. დედაქალაქის მერი იერუსალიმის მერს და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე საუბარი შეეხო თბილისში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს. კერძოდ, ისრაელის მხარე თბილისში, სასტუმროს ბიზნესში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

„ორ დღიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით ისრაელში. ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტი, სადაც ოფიციალურ დონეზე გაიმართა შეხვედრები. შევხვდით იერუსალიმის მერს. ასევე ჩატარდა ბიზნეს ფორუმი, სადაც კონკრეტულ პროექტებზე იყო საუბარი. კერძოდ, მშენებლობის დასაწყებად მზადაა ექვსი პროექტი, მათ შორის სამი უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს. 100 მილიონ დოლარამდეა ჯამური ღირებულება იმ საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც ებრაელი ინვესტორების მხრიდან უნდა განხორციელდეს ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერის თქმით, ებრაული მხარის მხრიდან გამოითქვა ინტერესი მაღალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, ისრაელიდან საპასუხო ვიზიტი 8-9 სექტემბერს იგეგმება.

„ისრაელის დელეგაცია 8-9 სექტემბერს გეგმავს თბილისში ვიზიტს. ისინი თბილისში ადგილობრივ პარტნიორებს შეხვდებიან, ისრაელიდან ასევე ჩამოვა მედიაჯგუფი, რომელიც თბილისის ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს გაეცნობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics