|
2015-08-19 13:26:00, 477 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი
მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, მთავრობაში არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. "შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ჩემთვის უცნობია, რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობდეს",- განაცხადა დავით სერგეეენკომ. რაც შეეხება ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მოსაზრებას, რომ შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები სექტემბერში დაიწყოს, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათ შემადგენლობაში შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავდება,რაც ნორმალური მოვლენაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)