|
2020-05-09 14:30:21, 15893 ნახვა
კულტურა
1920-იანი წლების ქართული კინო - ეროვნული არქივი „ქოლგას" ვირტუალურ კვირეულში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში 9 მაისს წარმოადგენს გამოფენას „1920-იანი წლების ქართული კინო". ფოტოფესტივალი, რომელთანაც საქართველოს ეროვნული არქივი რამდენიმე წელია თანამშრომლობს, COVID-19 პანდემიის გამო ამჯერად ონლაინ ფორმატში ტარდება. ვირტუალური ექსპოზიცია 1921-29 წლებში „სახკინმრეწვის" ბაზაზე შექმნილი ორმოცამდე ფილმის გადასაღებ მოედნებს აერთიანებს. წარმოდგენილი ფოტომასალის დიდი ნაწილი ფართო აუდიტორიისათვის დღემდე უცნობია. დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ფილმების კადრებს: „გიული", „გაფლანგვა", „უკანასკნელ საათს", „კომუნარის ჩიბუხი", „ქალი ბაზრობიდან", „მთების კანონი", „ამოკი", „არსენა ჯორჯიაშვილი", „სურამის ციხე", „ბოშური სისხლი" და ა.შ. ვირტუალური გამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: https://kolga.ge/exhibitions/1920s-georgian-cinematography.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)