20:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 13:05:38, 570 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიური ფონდების ელექტრონულ ბაზას ქმნის

გარემოს ეროვნული სააგენტოს  გეოლოგიურ ფონდში  გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაცული 20 ათასამდე გეოლოგიური ანგარიში ინახება. ანგარიშები მნიშვნელოვან  გეოლოგიურ ინფორმაციას შეიცავს  და დღემდე  ქაღალდის ფორმატშია  დაცული. სიძველის  გამო, უნიკალური ნიმუშების განადგურების  საფრთხე არსებობს.
გეოლოგიური ფონდების დიგიტალიზაციის პროექტს  გარემოს ეროვნული სააგენტოს  დაკვეთით საქართველოს  ეროვნული არქივი განახორციელებს.
ხელშეკრულებას ხელი გარემოს ეროვნული სააგენტოს  უფროსმა თამარ ბაგრატიამ და საქართველოს ეროვნული არქივის  გენერალურმა დირექტორმა  თეონა იაშვილმა მოაწერეს.
არსებული გეოლოგიური ფონდების ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანით,  მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაურჩება განადგურებას, მოხდება ციფრული მასალების კატალოგიზაცია, უფრო სრულყოფილი გახდება   ქვეყნის მინერალური რესურსების ბაზა,  რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  ამ კუთხით  საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს  მინერალური რესურსების  რაციონალურ მართვას.
"დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იმიტომ, რომ ვიწყებთ უნიკალურ პროექტს თავისი არსით, რომელსაც ეროვნული არქივი განახორციელებს.გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურ ფონდებში დაცული ყველა მასალის და ამ მასალის რაოდენობა საკმაოდ დიდია, 40 000-მდე კვლევა-ნაშრომი და ანგარიში,  ციფრულ ფორმატში გადაყვანა მოხდება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია სააგენტოსთვის, პირველ რიგში იმ კუთხით, რომ მოხდება ამ უძველესი და უნიკალური მასალების გადარჩენა და მეორე-ამ კვლევებში არსებული მასალა მოგვცემს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოში არსებული რესურსების შესახებ. ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის შემდგომ, ეს უკვე იქნება როგორც მომსახურება და დაინტერესებულ პირებს ამ ინფორმაციის მოსაძიებლად და მისაღებად გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ.მთლიანი პროექტის მოცულობა დაახლოებით, 3 წელია. ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტოს დაკვეთა და ამ თანხას უხდის ეროვნულ არქივს. ანუ, თანხა მთლიანად არის გარემოს ეროვნული სააგენტოს ფინანსებიდან",-განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ.
"გეოლოგიური ფონდი გახლავთ  ჩვენი ერის დოკუმენტური მეხსიერების ერთ-ერთი უნიკალური ნაწილი. სწორედ ამიტომ, დღეს ორ სახელმწიფო უწყებას შორის დაიწყო ეს თანამშრომლობა,  რომელიც საშუალებას მოგვცემს, დედანი დოკუმენტები შენარჩუნებული იქნეს პირველადი სახით, ჩაუტარდეს მცირედი რესტავრაცია და ელექტრონული  ბაზის მეშვეობით მოხდეს მათი ზუსტი აღრიცვხა და გაიზარდოს ხელმისაწვდომობა",-აღნიშნა საქართველოს ეროვნული არქივის  გენერალურმა დირექტორმა  თეონა იაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics