|
2015-08-19 12:46:52, 792 ნახვა
სამართალი
ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშრებით მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება
თბილისის მერი დავით ნარმანია მთავრობის სხდომაზე ზალდასტანიშვილის ქუჩის 19 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ნებართვა გასცა მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე გადამხმარ ხეებთან ერთად 21 ფიჭვის საღი ხე მოიჭრა. „ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას, კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას, რაც მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავის ეპატიება. ჩვენ გავეცით მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა მოქალაქეების მიერ რომელთაც გააჩნიათ მშენებლობის განზრახვა, საღი ხეები იქნა მოჭრილი. ჩვენს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება“, - განაცხადა ნარმანიამ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომაც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებებს დღესვე გადაეგზავნება. „ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)