2020-05-08 17:01:47, 2197 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.2100 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.2032 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.4800 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.4540 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართები 0.0260 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან