|
2020-05-08 14:18:10, 1681 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს
დღეს, „ლიბერთი“ ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ამ პარტნიორობის ფარგლებში „ლიბერთი ბანკი“, მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევისა და ახალი პროდუქტის - აგრო დაზღვევის განვადების მიმართულებებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პრემიის 70%-მდე სუბსიდირებას, ხოლო პრემიის დარჩენილი ნაწილი მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საკუთარი სახსრებით. აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან აგრო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და აგრო დაზღვევა მათ მოსავალს აზღვევს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ან სხვა რისკების შედეგად მიყენებული ზარალი. „ლიბერთი“ ბანკისა და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი პროდუქტის უპირატესობებია: · 0%-იანი განვადება · არ მოითხოვება უზრუნველყოფა და სხვა დამატებითი ხარჯები · დაზღვევის პოლისის განვადებით ყიდვა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის სერვისცენტრებში. ასევე, ამ პროდუქტის შეთავაზება მოხდება რეგიონებსა და სოფლებში ლიბერთი ბანკის გაყიდვების აგენტების საშუალებით აგრო დაზღვევის განვადება ლიბერთის მომხმარებლისთვის 11 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი. „ „ლიბერთი“ ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აგრო მიმართულება. მოხარული ვართ, რომ დღეს ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს რეგიონებსა და სოფლებში შევთავაზოთ აგროდაზღვევის პოლისის შეძენა და 0%იანი განვადება იმ თანხებზე, რომელზეც სახელმწიფო არ აკეთებს სუბსიდირებას. ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან, ამ პროდუქტის შეთავაზებით კი ჩვენ კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აგრო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს, იშრომონ მშვიდად და მაქსიმალურად დაზღვეული იყვნენ რისკებისგან“, - განაცხადა „ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ „დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინასური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერები წელსაც 70%-მდე სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობენ, დაზღვევის დარჩენილ ღირებულებას კი თავად ფარავენ. ჯიპიაისა და „ლიბერთი“ ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, ფერმერისთვის აგროდაზღვევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რადგან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, პრემიის დარჩენილი ნაწილი 0% განვადებით დაფარონ; მოლოდინია, რომ ასეთი ხელშეწყობით წელს კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ფინასური სტაბილურობა, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა“, - განაცხადა ჯიპიაი ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, სანდრო კიკნაძემ.
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)