2020-05-08 11:59:06, 7005 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 2 პაციენტი მოათავსეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსზე მაღალი რისკის მქონე 2 ახალი პაციენტი მიიღეს.
მისი თქმით, ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
„მივიღეთ 2 ახალი პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ესენი არიან საეჭვო შემთხვევა, მაგრა მაღალი რისკის. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩაუტარდებათ ტესტირება და თუ დადასტურდა გააგრძელებენ მკურნალობას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,