|
2015-08-19 11:03:24, 486 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქართველი გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონიდან საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის თარიღსაც გამოეხმაურა. „სიმბოლურია, რომ დღეს, 18 აგვისტოს, ჩვენი თაობის ყველაზე უფრო დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს აქ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ვიმყოფებით... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვიდრე ჩვენს ქუჩებზე ასეთი ბიჭები, ასეთი გმირები ცხოვრობენ ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი და შემძლე იმისა, რომ საკუთარი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა უზრუნველყოს. სიმბოლურია, რომ, სწორედ, დღეს ვიმყოფებით არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, სადაც პატივი მივაგეთ წარმოშობით ქართველი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)