16:47 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 10:59:21, 1741 ნახვა

სამართალი
ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ი. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2019 წლის 6 ივნისს, გარდაბნის რაიონის, სოფელ ქვედა კაპანახჩში გ.ი. ცოლ-ქმრის, ი.მ.-ს და შ.მ.-ს თანხის დაუფლების მიზნით, მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა, რა დროსაც გარეთ გამოსულ ი.მ.-ს თავის არეში ლითონის მილი, ხოლო შ.მ.-ს ჯოხი რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შემდეგ გ.ი. მათ საცხოვრებელ სახლში შევიდა, 1050 ლარს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა გ.ი. 2020 წლის 5 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანახჩში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ'' და მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის, სხვა დანაშაულის  ჩადენის გაადვილების მიზნით), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-3 ნაწილის  ,,გ'' ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის  სახედ და ზომად 19  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics