2020-05-05 17:25:54, 16992 ნახვა
High - Tech
დიდი ეკრანი, 144 ჰერცი და უცნაური კამერა - რას გვიმზადებს Lenovo
Lenovo Legion სავარაუდოდ 6.8 დიუიმიან 144 ჰერციან ეკრანს და გვერდითა პანელიდან ამომავალ კამერას მიიღებს. როგორც რენდერებიდან ჩანს, ახალმა , მოთამაშებისთვის განკუთვნილმა სმარტფონმა ფუტურისტული დიზაინი და ფერთა ულამაზესი შეხამება მიიღო.

ცნობილი აგრეთვე ისიც გახდა, რომ Legion-ს ულტრამოცულობითი ბატარეა და უსწრაფესი დატენვის რეჟიმი ექნება. მომხმარებლები, რომლებსაც "უსაზღვრო" ეკრანების და მოთამაშეებისთვის განკუთვნილი დიზაინის მოყვარულები არიან, კონცეფციას ნამდვილად მოიწონებენ.
ფოტოებში ისიც ჩანს, რომ "ლეგიონს" 2 USB-C პოტრი-ერთი ქვედა პანელზე, ხოლო მეორე-გვერდითა პანელზე ექნება. სმარტფონი სტერეოდინამიკებს, Snapdragon 865, Full HD+ ეკრანს და 8 გეგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას მიიღებს. "ლენოვოს" "გეიმერების ფლაგმანს" 2 ძირითადი (64+16) მეგაპიქსელიანი და "სელფის"20 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება.

ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან