12:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 16:55:24, 20493 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიკარაძე - 112-ში დარეკვისას აუციელებელია ზუსტად ავსახოთ ჩვენი ჩივილები და დავაფიქსიროთ თუ არსებობს ეჭვი კოვიდ ინფექციაზე

აუციელებელია 112 - ში დარეკვისას დაფიქსირდეს არის თუ არა ეჭვი კოვიდ ინფექციაზე რათა ეკიპაჟი სათანადო აღჭურვილობით მივიდეს პაციენტთან - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ კლინიკებში სადაც მედპერსონალის დაინფიცირება მოხდა, აუცილებელია დეტალურად იყოს შეწავლილი ინფიცირების რომელ კომპონენტს ჰქონდა ადგილი. 

„ინფიცირებული ადამიანის განხილვა, როგორც მისი პროფესიული ჯგუფის, არ არის სწორი, ვინაიდან კოვიდ ინფექციამ არ იცის, თუ ვინ არის მისი მსხვერპლი და სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, პირველრიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ეს კომპონენტი, გვქონდეს მაღალი სამედიცინო ეთიკა ამასთან დაკავშირებით და არ განვიხლოთ ეს ჯგუფები მსგავსად.

თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის და ყველა იმ კლინიკისთვის, სადაც მოხდა პერსონალის დაინფიცირება, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნეს შესწავლილი, თუ რომელ კომპონენტს ჰქონდა ამ შემთხვევაში ადგილი, რათა გავითვალისწინოთ როგორც ადამიანური ფაქტორი, ხდებოდა თუ არა მედპერსონალის მიერ ზუსტად შესრულება პროცედურების, ზუსტად იყო თუ არა დაცული პროტოკოლი, რომელიც მოწოდებული არის საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლებს, ამის მიხედვით არის საქართველოში შემუშავებული ყველა პროტოკოლი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანა სევე ისაუბრა, პირადი დაცვის საშუალების შესახებ გატარებულ ტრენინგებზე.

შემდგომში, რათქმა უნდა, გატარებულია არაერთი ღონისძიება და ტრეინინგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მოხმარება თითოეული პირადი დაცვის საშუალების. ჩვენ განვიხილეთ ეს დეტალები და იკვეთება,რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორები, როდესაც ხშირ შემთხვევაში, არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რომელიც აუცილებელია მოხდეს ზარის განხორციელების მომენტში და რეალურად ჩვენ ამ შემთხვევაში ვაყენებთ, როგორც მოქალაქეები. მე ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ როგორც მოქალაქე, მნიშვნელოვანია 112-ში ზარის განხორციელების მომენტში გავითვალისწინოთ და ზუსტად ავსახოთ ისჩივილები, რომელიც ჩვენ გვაქვს.

რაც შეეხება ინფექციას, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, თუ არის ეჭვი, რომ ვართ კოვიდ ინფექციით დაავადებული და დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ გვაქვს სიცხე. ამ შემთხვევაში, ეკიპაჟი, რა თქმა უნდა, მოახდენს სრულ აღჭურვას და ის მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამაზე ვისაუბრეთ და დაფიქსირდა ჩვენი ექიმების მხრიდან, რომ ხშირიაშემთხვევა, როდესაც მათთვის არ არის ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება მისამართზე და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში, როგორც სამინისტრომ, ასევე 112-მა გავაუმჯობესოთ ეს ქმედებები და უფრო მეტად დეტალური კითხვარით გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები“, – განაცხადაეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics