|
2020-05-02 12:30:57, 5810 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - როგორც ექიმს, პაციენტის იდენტიფიცირების უფლება არ მაქვს, არცერთი შემთხვევა დამალული არ არის
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხევევა არ არის დამალული. მისი თქმით, არჩერთი მედპერსონალი ვირუსისგან დაზღვეული არ არის. „რაც შეეხება კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვარ მოწოდებით ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ეთიკა არის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული ან არაინფიცირებული, როგორც ექიმს არ გამაჩნია უფლება მის იდენტიფიკაციასა და კომპეტენციაზე ვისაუბრო. თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს კონტაქტით გამოსვლა ნებისმიერ ტელევიზიასთან, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ინფიცირებული, რომ მათი იდენტიფიცირება მოვახდინო. არცერთი შემთხვევა არ არის დამალული. კლინიკურ-ლაბორატორიული შემთხვევა, რომელიც ვრცელდება კოვიდ-19-ის შესახებ იტვირთება რამდენიმე პორტალზე, სადაც მითითებული და იდენტიფიცირებულია პაციენტი. აქედან გამომდინარე, მე როგორც მკურნალი ექიმი ვიხსნი პასუხისმგებლობას. ჩვენი მედპერსონალი ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა ეტაპზე რა უნდა განახორციელოს. ვირუსს, რომელსაც ამ კლინიკაში ვებრძვით და ნებისმიერ სხვა კლინიკაში ებრძვიან ექიმები არცერთი მედპერსონალი არ ვართ დაზღვეული, მათ შორის არც მე, რომ არ დავინფიცირდებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)