09:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 23:29:13, 14086 ნახვა

ომი უკრაინაში
მე და მთელი ჩემი ოჯახი დაავადებული ვიყავით COVID19-ით, – მადლობა ექიმებს რომლებიც ჩვენს გადარსაჩენად იბრძოდნენ -გეგენავა

“მე და მთელი ჩემი ოჯახი: მეუღლე და ორი შვილი დაავადებული ვიყავით COVID19-ით. ვმკურნალობდით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სადაც 44 დღის განმავლობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ… დღეს ჩვენ სახლში ვართ სრულიად ჯანმრთელები”, – წერს კომპანია ,,ინოვატორის” და საერთაშორისო ტელე-კინო ოპერატორების ფესტივალის ,,ოქროს თვალის” დამფუძნებელი ზურაბ გეგენავა სოციალურ ქსელში.

“ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ნათესავებო, მეგობრებო, თანამშრომლებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო. მიზეზი მაქვს და მინდა სიყვარული აგიხსნათ, გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ!!!

ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცე ჩვენი ექიმების უდიდესი პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიონალიზმი. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა უღრმესი მადლობა უთხრა მთელ მედ პერსონალს, ვინც ჩვენს გადასარჩენად იბრძოდა.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა პაციენტს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხაზზე იყო და გვამხნევებდა.
თავს გაუფრთხილდით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
დიდი სიკეთით და სიყვარულით დარჩით სახლში”, – წერს ზურაბ გეგენავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics